|
2017-04-13 19:19:21, 2597 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: გერმანიის დაფინანსება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება
13 აპრილს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ და KfW-ს (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა, კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლის მიზანსაც საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოება წარმოადგენს. ამ მიზნისთვის გერმანია რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით 125 მილიონი ევროს ოდენობის კონცესიურ კრედიტს გამოყოფს. პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემ ქსელთან ჰიდროელექტროსადგურების დასაკავშირებლად ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, რითაც გაიზრდება ელექტროგადამცემი ქსელის სიმძლავრე და ამაღლდება ამ ქსელის და ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობას, აგრეთვე საქართველოში მომუშავე გერმანიის სამთავრობო ინსტიტუტებს - GIZ-სა (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) და KfW-ს, რომელთან ერთადაც ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ხელმოწერილი შეთანხმებების შეფასებისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ 125 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი საქართველოს ენერგოქსელის გაფართოებასა და ენერგეტიკული სისტემის გაძლიერებას მოხმარდება, რაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, პროექტის განხორციელებით ამჟამად მშენებარე ჰესები გამომუშავებული ელექტროენერგიის როგორც შიდა ბაზარზე გაყიდვას, ისე ექსპორტზე გატანას შეძლებენ. „გერმანიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეის მდგომარეობით, ჩვენთვის ხელმისაწვდომია 700 მლნ ევროს კონცესიური სესხები და გრანტები, რაც, გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ეს ურთიერთობები და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. გერმანიის ელჩმა, ჰაიკე ფაიჩმა ხაზი გაუსვა ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობას საქართველოსთვის. „წლევანდელი საქართველო-გერმანიის საიუბილეო წლის ფარგლებში ჩვენ ასევე აღვნიშნავთ ჩვენ სახელმწიფოებს შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს. ენერგოსექტორში მართლაც წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს“, განაცხადა გერმანიის ელჩმა. დღეს უკვე თითქმის დაუჯერებელია, რომ 2000 წლამდე ელექტროენერგია, თვით დედაქალაქ თბილისშიც კი, ნაწილობრივ მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა მოსახლეობას, აღნიშნა ელჩმა. 1993 წლიდან გერმანიის მხრიდან ენერგოსექტორში მთლიანობაში თითქმის ნახევარი მილიარდი ევროს ოდენობის პროექტები დაფინანსდა. პროგრამის „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოება, ფაზა 2“ ხელშეკრულების საზეიმო ხელმოწერით იწყება მრავალწლიანი ხელშეწყობის პროექტის ახალი ფაზა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თურქეთის მიმართულებით, გურიის რეგიონში გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარება და ასევე ეგრეთწოდებული „ჩრდილოეთის რგოლის“ პირველი ფაზის განხორციელება, რომელიც ემსახურება საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ჰიდროელექტრო-სადგურების ენერგოქსელში ინტეგრაციას. (NS)
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)