18:51 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 11:44:41, 2305 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო "ჩვენი ოფისი" გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 243 საწარმოა მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ჩვენი ოფისი“ გაერთიანდა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია თბილისში, ქვემო ალექსეევკას დასახლებაში,  ემულსიის მწარმოებელ ქარხანას გახსნის, სადაც პირველ ეტაპზე 4 ადამიანი დასაქმდება. 

უწყების ცნობით, სამომავლოდ საწარმო  პროდუქციის ასორტიმენტის  გაზრდას გეგმავს. საწარმოში 2017 წელს 150 ტონა ემულსიის 

ხოლო 2018 წელს 250 ტონა ემულსიის წარმოება და რეალიზაცია იგეგმება. ემულსია ასფალტის დასაგებ ფენებს შორის საფარი ზონების გასამაგრებლად გამოიყენება. 

შპს „ჩვენი ოფისი“, რომელიც 2017 წლის ივნისის თვეში გაიხსნება, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.   

სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 256 800 ლარი ლარს შეადგენს. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics