|
2017-04-12 16:54:00, 1206 ნახვა
სხვადასხვა
„ჩვენი ყოველი საქმე თუ ნებისმიერი ინიციატივა საჭიროებების შესწავლისა და მათზე საპასუხო ქმედებების ერთიანი ღირებულებათა ჯაჭვია“
საქართველოში ახალი საინტერესო კონცეფციით, კვალიფიცირებული ტრენერებით დაკომპლექტებული ნოუ ჰაუ ტრენინგ ცენტრი (Know How Training Center) გამოჩნდა. მისი ძირითადი საქმიანობაა: ტრენინგები - კვლევები - კონსალტინგი. საინტერესო იმითაცაა, რომ უმოკლეს ხანში (დამეთანხმებით, ორი წელიწადი არც ისეთი დიდი დროა), ცენტრმა ბევრი ადამიანის ნდობა მოიპოვა, რაც დიდი ალბათობით, ახლებური ხედვის, პლატფორმის და პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა. ცენტრში ტრენინგების ჩასატარებლად უცხოეთის პრესტიჟული უნივერსიტეტების, საჯარო თუ კერძო სექტორის პროფესიონალებიც ჩამოდიან. ორგანიზაციის ხედვა და თანამედროვე მიდგომები უზრუნველყოფს ფორმატს, რომელშიც სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებს შეუძლიათ უშუალო ატმოსფეროში გაუზიარონ დაინტერესებულ აუდიტორიას ცოდნა და გამოცდილება, და ამ პროცესში თავადაც მიიღონ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია. ორგანიზაციის ახლებური ხედვა იმაშიც მდგომარეობს რომ ნოუ ჰაუ ტრენინგ ცენტრის გუნდში მხოლოდ თეორეტიკოსის სტატუსით ვერ მოხვდები. აქ გუნდის წევრობის თავისებური შერჩევის მექანიზმია: სოლიდური პრაქტიკული გამოცდილება, პლუს თეორიული ცოდნა და საქმიანობა სხვადასხვა უცხოურ და ქართულ ორგანიზაციებში, საჯარო თუ კერძო სექტორში არის შერჩევის ერთ-ერთი აუცილებელი კრიტერიუმი. ორგანიზაციის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და მისი ფინანსური დირექტორი გახლავთ დავით დარსაველიძე, ეკონომიკის დოქტორი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში, ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი, სერტიფიცირებული ტრენერი, საჯარო ადმინისტრირების/მართვის სფეროში 11 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. სწორედ დავითს ვკითხეთ როგორ გაჩნდა ორგანიზაციის დაარსების იდეა: ,,ხშირად ჩვენს ფართო საქმიან წრეში განვიხილავთ, დღეს რა საჭიროებაა საქართველოში, და მის ფარგლებს გარეთ, და ასეთი განხილვისას, ერთხელაც ერთ-ერთმა მეგობარმა კითხვა დასვა: „ვინმე რიგითმა დაუზარელმა მხოლოდ თეორიული მასალით და გახუნებული პოსტულატებით რატომ უნდა მასწავლოს, „როგორ გავხდე საუკეთესო ლიდერი“ ან „ზეპროდუქტიული გამყიდველი“ და თან ამ აქტს ტრენინგი დაარქვას? ჩვენ საჭიროებებს, შესაძლებლობებს და პრაქტიკას ვინმე ითვალისწინებს?“ გაგვეღიმა... და ასე გაჩნდა იდეაც, შეგვექმნა პლატფორმა, რომელზეც ადამიანები გასცემენ და თან მიიღებენ პროფესიულად საინტერესო ცოდნას, ინფორმაციას. ინფორმაციას, რომელიც მათი პრაქტიკული საქმიანობისთვისაა მნიშვნელოვანი და არა ვინმეს მიერ „სტანდარტულად“ დადგენილი“, ჩვენი ორგანიზაციის განსხვავებული ხედვა იმაშიც მდგომარეობს რომ, ჩვენ არ ვთავაზობთ მზა რეცეპტებს, მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ზოგადი ტრენინგებით „წარჩინებულ“ ადამიანად გარდასახვა შეუძლებელი თუმცა ის პერსპექტივაში გამართლებული საშუალებაა ახალი ცოდნისა და პარქტიკული უნარ-ჩვევების მისაღებად, საინტერესო კონტაქტების დასამყარებლად, ახლებურად გააზრება იმისა რომ კარიერა მხოლოდ სამსახური არ არის და თვითრეალიზაციისთვის მის მიღმაც არსებობს ვექტორები სანავიგაციოდ. ჩვენ არ გვჯერა ზედმეტი ფორმალობების, საკუთარი ეგზისტენციალიზმის გასამართლებლად მოგონილი ბარიერების, შეკვეთილი კრეატივის ან ერთ დღესაც გაღვიძების და "გასხივოსნების". ჩვენ გვჯერა ინტერესების და ემოციების, თავისუფალი ნების, განვითარების სურვილის, გარჯის შედეგად განპირობებული წინსვლის, იუმორის, პოზიტივის, საკუთარი ენერგიის. ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად მოქმედებს საქმეზე და წარმატებაზე. მოკლედ, გვჯერა იმის, რაც გამოგვიცდია, რაც ვიცით და რაც გვსურს, რომ გავაკეთოთ. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა მხოლოდ სასარგებლო საკითხებზეა მიმართული, ჩვენი ყოველი საქმე საჭიროებების შესწავლისა და მათზე საპასუხო ქმედებების ერთიანი ღირებულებათა ჯაჭვია.“ - ამბობს დავითი. საუნივერსიტეტო სწავლების გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი ეკონომიკის, საჯარო მოხელეთა უნარ-ჩვევების სრულყოფა, კერძო სექტორის სერვისის მიწოდების გაუმჯობესება, საზოგადოების მოტივაციისა და კიდევ ბევრი სხვა მიმართულები არის ის თემები რომელზეც მუშაობს ნოუ ჰაუ გუნდი. როგორც დავითი გვიმხელს, უახლოეს მომავალში საზოგადოებას კიდევ ერთ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს ნოუ ჰაუ-ს პროფესიონალთა გუნდი. დავითთან საუბრის დასასრულს გრძნობ როგორ იმსჭვალები ნდობით და პატივისცემით რესპოდენტის და მისი გუნდის მიმართ, რომელთა მონდომებას, პროფესიონალიზმს და შრომას საზოგადოების წინსვლასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
(R)
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)