|
2015-04-08 09:49:37, 641 ნახვა
საზოგადოება
“პაშა ბანკმა” შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის 10 000 ლარი გადარიცხა
სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, "პაშა ბანკმა" 2015 წლის 8 აპრილს, მისი პარტნიორების სახელით, ფონდში „პირველი ნაბიჯი საქართველო“ – 10 000 ლარი გადარიცხა. როგორც ბანკში აცხადებენ, აღნიშნული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების სწავლა-განათლებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას მოხმარდება. „პირველი ნაბიჯი საქართველო“ – 1998 წელს დაარსდა და მისი მიზანია ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა. აღსანიშნავია, რომ “პაშა ბანკი” ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მხარდასაჭერად, პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიებებს უწევს სპონსორობას. შეგახსენებთ, რომ გასული წლის განმავლობაში, პაშა ბანკი გამოირჩეოდა სოციალური და ბიზნეს პროექტების მხარდაჭერით, კერძოდ, მან დაასპონსორა: სემინარი “A New Management Paradigm for a New Age of Managers “ და “4D Branding – Surprise Branding.” ბიზნეს განვითარების ფორუმი, სადაც ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას. ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი Business Brilliance Awards, რომლის ორგანიზატორი იყო ბრიტანული კომპანია BOC (Blue Ocean Consultancy) Global Event and Training Group. ქართული პანორამა თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი. თბილისის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების სპონსორობისას ბანკისთვის უპირველესი მოტივაცია იყო საქართველოში ფილმის ინდუსტრიის განვითარებაში წვლილის შეტანა. ასევე შეგახსენებთ, რომ პაშა ბანკი Caspian Energy-ს მხრიდან 2014 წლის ბანკად დასახელდა, „წლის ბანკის“ ნომინაციაში გამარჯვება პაშა ბანკის გენერალურ დირექტორს შაჰინ მამმადოვს, საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა. ამჯერად, პაშა ბანკი თანადგომას გამოხატავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ და უერთდება სოციალურ პასუხისმგებლობას მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)