|
2017-04-10 11:28:42, 2458 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტეში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ეგვიპტის ქალაქ ტანტაში მომხადი აფეთქების შედეგად დაღუპულთა მსხვერპლი 43-მდე გაიზარდა, 119 კი მძმედ დაშავდა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აფეტქება წმინდა გიორგის ეკლესიაში ქალაქ ტანტაში მოხდა, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა 78 კი დაშავდა. რამდენიმე საათის შემდეგ, წმინდა მარკის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა და 16 ადამიანის სოცოცხლე იმსხვერპლა. აეთქების შედეგად 41 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ტერორისტი ტაძარში შეჭრას ცდილობდა, თუმცა მას სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. დაღუპულთა შორის 4 პოლიციელია. უწყებამ აფეთქების ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას პოლიციასთან ერთად, სამხედრო შენაერთებიც უზრუნველყოფენ. საგანგებო მდგომარეობა ეგვიპტეში 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც მედია წერს, აფეთქებები ქრისტიანულ დღესასწაულს დაემთხვა, როდესაც მორწმუნეები ლოცულობდნენ და იერუსალიმში ქრისტეს შემოსვლას ზეიმობდნენ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემდთვევა გასული წლის დეკემბერშიც კაიროს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში მოხდა, რის შედეგადაც 25 ადამიანზე მეტი დაიღუპა. ცნობისთვის, ქვეყნის 8-10% კოპტები (ეგვიპტელი ქრისტიანები) შეადგენენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)