|
2017-04-08 15:15:13, 2419 ნახვა
ეკონომიკა
„დარიალჰესის“ მშენებლობა დასრულდა
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგურის „დარიალჰესის“ მშენებლობა დასრულდა. მშენებლობის დასრულების ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, კომპანია „ფერის“ დამფუძნებელი ლაშა იორდანიშვილი, პროექტის თანაინვესტორი კომპანია „ენერგიის“ თანადამფუძნებელი მევლუდ ბლიაძი, პროექტის თანაინვესტორი კომპანიის “Robbins Company”-ს პრეზიდენტი ლოკ ჰოუმი, კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი ბრუნო ბალვანერა, მთავრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 123 მილიონი აშშ დოლარია (EBRD-ის დაფინანსება 80მლნ დოლარი), ხოლო დადგმული სიმძლავრე 108 მგვტ. ელ. ენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება: 510 მლნ კვტ.სთ. „დღეს საქართველოს ენერგეტიკისთვის, ქვეყნისთვის, ღირსშესანიშნავი და შეიძლება ითქვას ისტორიული დღეა! დასრულდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ჰესის „დარიალჰესის“ მშენებლობა. ეს ჰესი არის არამარტო სიმბოლო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, არამარტო საქართველოს ენერგეტიკის მიღწევების, არამედ ესაა საძირკველი, ათვლის წერტილი კონკრეტულად ამ რეგიონის უსწრაფესად განვითარების და გამდიდრების. ბოლო ათეული წლებია ყაზბეგის რაიონი იცლებოდა ახალგაზრდობისგან , უფრო და უფრო მძიმდებოდა სოციალური ფონი, საყოფაცხოვრებო პირობები და დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობა უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა და შრომობდა. მას მერე, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ პრიორიტეტად მთის აღორძინება გამოაცხადა, მას მერე, რაც ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო მოსახლეობისთვის საქართველოს თითქმის ყველა ულამაზეს კუთხეში გახდა ტურიზმი - აქაურობას დაეტყო სვლა უკეთესობისკენ. მალე ყაზბეგის რაიონში, სტეფანწმინდასა თუ გუდაურში, იქნება გამართული ინფრასტრუქტურა, რეგიონი უკვე უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით და ელექტროენერგიით, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, თავად “დარიალიჰესს“ ნაკისრი აქვს ვალდებულება, აქაურობის გამწვანებაში მიიღოს მონაწილეობა და უკვე მილიონზე მეტია დახარჯული ამ ეკოლოგიურ პროექტში, აქაურობა არის ტურისტებისთვის მიმზიდველი, რაც მთავარია აქაურებისთვის მიმზიდველი და სასურველი - დაუბრუნდნენ თავის კარმიდამოს და მიიღონ სარგებელი და არა ძველებურად სიდუხჭირე აქ ცხოვრებით და შრომით. ამ წლებში საქართველოს ენერგეტიკოსებმა, ინვესტორებმა, ხელისუფლების შელშეწყობით, უცხოელი პარტნიორების და ფინანსური ინსტიტუტების დახმარებით ქვეყნის ენერგეტიკაში რევოლუციური ნაბიჯები გადადგეს და ძალიან საინტერესო, საჭირო და მომავალზე გათვლილი პროექტები განახორციელეს. არასდროს ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გაკეთებულა სექტორში იმდენი, რაც ამ ბოლო წლებში. ამიტომ ნამდვილად სასიხარულოა იმის გაცნობიერება, რომ ეს პროცესი შეუქცევადია! განვითრებული ენერგეტიკა ნიშნავს განვითარებულ ეკონომიკას, და ეს კი თავისმხრივ განაპირობებს განვითრებული, თანამედოვე ქვეყნის სტატუსს მსოფლიოს რუკაზე. საქართველო მტკიცე ნაბიჯებით მიიწევს წინ და ამ სვლას ვერაფერი შეაფერხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. „დარიალიჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლით, ყოველწლიურად, ზამთრის პერიოდში 200 მლნ კვტ.სთ-ით შემცირდება ქვეყანაში იმპორტირებული ელექტროენერგია. პროექტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 2,5 მლნ ლარი შევა. პროექტის ფარგლებში გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ელექტრო-მექანიკური და მანქანა დანადგარები (Andritz-ის ტურბინები; Robbins Company TBM -გვირაბის მთხრელი მანქანა). მშენებლობის ეტაპზე დასაქმებული იყო 420 ადამიანი, ხოლო ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მუდმივად დასაქმდება 70ადამინი, საიდანაც უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. პროექტში ჩართული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ეს არის საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის პირველი წარმატებული პროექტი საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში. პროექტი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მკაცრი მონიტორინგის ქვეშ განხორციელდა, რაც სრულად დაცულ გარემოსდაცვით სტანდარტებსა და ნორმებს უზრუნველყოფს.
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)