|
2017-04-08 14:34:04, 2561 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: „დარიალი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს ყოველწლიურად 2,5 მილიონი ლარი დაემატება
„დარიალი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად დაემატება 2,5 მლნ ლარი და ამავე დროს, მნიშნელოვანია, რომ ადგილზე მუდმივად დასაქმდება 80-მდე ადგილობრივი მცხოვრები“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „დარიალი ჰესის" ოფიციალურ გახსნაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობაზე 420 ადამიანი იყო დასაქმებული. მისივე თქმით, პროექტი, ასევე, ქმნის მილიონობით ლარის ღირებულების ყოველწლიური შემოსავლის წყაროს ქვეყნის ბიუჯეტისთვის. „ესაა საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის პირველი წარმატებული პროექტი საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში. ჩვენ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ვმუშაობთ საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის მოდელის ჩარჩო კანონის შემუშავებაზე, რომელიც საქართველოში გაზრდის ინვესტიციებს მსხვილ პროექტებში, მათ შორის, ინფრასტრუქტურაშიც“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. „დარიალი ჰესის" მშენებლობაზე, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ყველაზე მძლავრი ელექტროსადგურია, 123 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ჰესის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ.სთ-ი იქნება. სადგურს ასევე აქვს საქართველოში ერთერთი ყველაზე მასშტაბური სადერევაციო გვირაბი, რომლის სიგრძე 5 კმ-ია. კომპანია ასევე ახორციელებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 200 ჰა-მდე ტყის განაშენიანებას, რაც გულისხმობს 400,000 ნერგის დარგვას. ნერგების საჩითილეს მოწყობა დაიწყო 2015 წელს, ხოლო დარგვის პროცესი 2016 წლის ოქტომბერში. შერჩეულია გარემოსთან ყველაზე თავსებადი ხის ადგილობრივი სახეობები. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე დარგულია 100,000 ნერგი. ტყის განაშენიანების პროცესი 2021 წელს დასრულდება. პროექტში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
(NS)
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)