|
2017-04-07 20:33:24, 2456 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მძიმე მოსაზრება დაიხატა პრეზიდენტის მოხსენებაში, რაც რეალობას აცდენილია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა და გაიზიარა კოლეგების მოსაზრება, რომ მოხსენებას ობიექტურობა აკლდა. კობახიძის განცხადებით, ძალიან მძიმე მოსაზრება დაიხატა პრეზიდენტის მოხსენებაში, რაც რეალობას აცდენილია. „შეგახსენებთ რამდენიმე ფრაზას - „იყო ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხე და ეს საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად“, არის საკმაოდ მძიმე განცხადება, „მმართველი ძალა ჩაიკეტა საკუთარ თავში“, მძიმე განცხადებაა, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ „მოქალაქე დაუცველია, როდესაც ხელყოფილია მისი უფლება, ილოცოს, როდესაც მას ამცირებენ ეთნიკური წარმომავლობის გამო, როდესაც მას ჩაგრავენ სექსუალური ორიენტაციის გამო, როდესაც მას არასათანადოდ ეპყრობიან სამართალდამცავები, როდესაც მას დევნიან პოლიტიკური და სხვა ნიშნით, როდესაც მას უკანონოდ უსმენენ“ .ეს ძალიან მძიმე ფრაზებია, გასაგებია, რომ თავში და ბოლოში განეიტრალებული იყო, მაგრამ ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ მედია ამ ფრაზებს გამოიყენებდა ზუსტად ისე, როგორც გამოიყენა და აქცია ეს ფრაზები ე.წ. ჰედლაინებად, რომელიც არის მთლიანად აცდენილი დღევანდელ რეალობას. ასევე საუბარი იყო სახიფათო და გაუმჭვირვალე პროცესებზე მედიასივრცეში, ასევე მძიმე შეფასებაა. სასამართლო კრიზისი, უმძიმესი შეფასებაა. საუბარი იყო იმაზე, რომ ხალხს ვართმევთ პრეზიდენტის არჩევის უფლებას, რომ ეს არ უნდა იყოს დღევანდელ, ან მომავალ პრეზიდენტზე, დღევანდელ, ან ყოფილ პრემიერზე დამოკიდებული. ეს იყო პირდაპირ მინიშნება ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე, რომელსაც არანაირი მტკიცებულება, მითუმეტეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ აქვს. ძალიან მძიმე ფრაზაა, საუბარი იყო მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველზე. რაც შეეხება რეალობას, არ არის ისეთ ფერებში დახატული, როგორც მაგალითად შვეიცარიაში, მაგრამ ის სურათი, რაც დღეს იყო წარმოდგენილი, დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება. როცა ვსაუბრობთ რეალობაზე, სრულფასოვნად უნდა წარმოვაჩინოთ სურათი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)