07:13 - 10 May, 2026
|
2017-04-07 18:15:09, 2654 ნახვა
მსოფლიო
შვედეთის პრემიერმა სტოკჰოლმში მომხდარ ინციდენტს ტერაქტი უწოდა - დაკავებულია ერთი ადამიანი
შვედეთის პრემიერ-მინისტრის სტევან ლოვენის განცხადებით, სტოკჰოლმში მომხდარი ინციდენტის დეტალები იმაზე მეტყველებს, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო, - ამის შესახებ The Telegraph-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სატვირთო მანქანა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ხალხში შევარდა, გატაცებული იყო. სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. როგორც The Telegraph-ი წერს, მომხდართან დაკავშირებით ერთი ადამიანია დაკავებული. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სტოკჰოლმის ცენტრალურ უბანში სატვირთო ავტომობილი ხალხს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)