|
2017-04-07 17:32:19, 2384 ნახვა
მსოფლიო
ადგილობრივი მედია: სტოკჰოლმში ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
სტოკჰოლმის ცენტრალურ უბანში მომხდარი ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. სატვირთო ავტომობილი ცოტა ხნის წინ ხალხით გადატვირთულ ქუჩაზე შევარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანია დაშავდა. დაშავებულების ზუსტი რიცხვი ამ დრომდე არ სახელდება. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი. The Guardian-ის ინფორმაციით, ინციდენტი ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, პოპულარულ სავაჭრო ცენტრტან "დროტნინგატთან" მოხდა. მედიის ცნობით, ქუჩაში დამონტაჟებულ ვიდეოში, ჩანს თუ როგორ გარბის ხალხი ქუჩიდან. თვითმხილველების თქმით, იყო სროლის ხმა. Reuters-ის მონაცემებით, ქალაქის პერიმეტრი სამართალდამცველების კორდონით არის გარშემორტყმული.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)