|
2017-04-07 16:27:47, 2247 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ადა მარშანია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქართულ-სომხური ურთიერთობების საკითხიც გახდა
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემის ირგვლივ ისაუბრა. მარშანიას თქმით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ყველა გაურბის: „ჩვენ ყველა გავურბივართ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული გაერთიანების თემას და სიღრმისეულად არ ვსაუბრობთ ამ საკითხზე. 25 წელია, რაც ჩვენ ვცდილობთ, არაფერი ფასეული არ ვთქვათ სოხუმზე და ცხინვალზე, უკვე გავზარდეთ ორი თაობა ისე, რომ მათ არ ახსოვთ სოხუმი და ცხინვალი, არ იციან სოხუმი და ცხინვალი და ბუნებრივია, აღარ სტკივათ სოხუმი და ცხინვალი. გამიჩნდა განცდა, რომ ხელოვნურად მიდის პროცესი იმისა, რომ დაგვავწიყდეს სოხუმი და ცხინვალი, შევეგუოთ სოხუმის და ცხინვალის დაკარგვას, მიჩნდება ეჭვი და არა მხოლოდ მე, რომ გვინდა უსიტყვოდ და ულაპარაკოდ უარი ვთქვათ სოხუმზე და ცხინვალზე“,-განაცხადა ადა მარშანიამ. მან რვა საკითხის გარშემო გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი მტკიცებით, მწარე სიმართლეა: „ბოლოს და ბოლოს ჩვენ ერთმანეთს სიმართლე უნდა ვუთხრათ. პირველი და ძალიან მწარე სიმართლე ისაა, რომ აფხაზეთში უკვე ორი თაობა გაიზარდა და ეს ორი თაობა ყოველი წლის 30 სექტემბერს სოხუმში აღნიშნავს საქართველოსთან სამამულო ომში გამარჯვების დღეს. მეორე სიმართლე ისაა,რომ უფროს თაობას აფხაზეთში დიდწილად არ უნდა საქართველო, ხოლო ახალმა თაობამ არ იცის საქართველო და არაფერს ვაკეთებთ ღირებულს, რომ დაინტრესდნენ მაინც საქართველოთი. მესამე სიმართლე ისაა, რომ არც სოხუმს და არც ცხინვალს არ სურთ არც ავტონომია საქართველოს ფარგლებში, არც ფედერაცია და არც კონფედერაცია და საერთოდ არ სურთ საქართველოში ყოფნა. მეოთხე ისაა, რომ ჩვენ ეს ვიცით, გვესმის და თავს ვარიდებთ ერთმანეთთან მაინც საუბარს, თუ რას ვთავაზობთ სოხუმსა და ცხინვალს. ვთქვათ, ვის უნდა სოხუმის და ცხინვალის დაბრუნება და ვის არა. მეხუთე ძალიან მძიმე სიმართლე ისაა, რომ დღეს აფხაზეთში დაახლოებით 70 000 აფხაზი ცხოვრობს, ამასთან აფხაზეთში დღეს 80 000 სომეხი ცხოვრობს, ხოლო ქართველები ქართველები რაოდენობით მესამე ადგილზე არიან და ამაზე არ საუბრობს საქართველოში არავინ. დღეს აფხაზეთში 10 ქორწინებიდან რვა სომხურ-აფხაზურია და არა ტრადიციული, მრავალსაუკუნოვანი, ქართულ-აფხაზური.მეექვსე სიმართლე კი ისაა, რომ აფხაზეთის დაბრუნება დღეს შეუძლებელია არა მხოლოდ აფხაზების გარეშე, არამედ აფხაზეთში მცხოვრები სომხების გარეშე. სომხები დღეს ყველაზე დიდი ეროვნული ჯგუფია აფხაზეთში. მე-7 სიმართლე კი ისაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აღარ არის მხოლოდ ქართულ-რუსული ურთიერთობების საკითხი, არამედ ქართულ-სომხური ურთიერთობების საკითხი გახდა, რათა სომხეთი დაგვეხმაროს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში. და ბოლოდ, მერვე სიმართლე ისაა, რომ მთლიანობის აღსადგენად ჩვენ მოგვიწევს მუშაობა სოხუმთანაც, ცხინვალთანაც, ერევანთანაც“,-განაცხადა ადა მარშანიამ.
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)