|
2015-04-07 17:58:17, 393 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა მოკლული პოლიციელის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ვაზისუბნის დასახლებაში, მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლიციას მეტი მხადაჭერა, პატივისცემა და თანამშრომლობა სჭირდება. "მივუსამძიმრე ბექა მარგიშვილის ოჯახს, ვუსამძიმრებ მის ახლობლებს, ყველა პოლიციელს, საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი დამცველი. პოლიცია ჩვენ და საზოგადოებას გვიცავს. მას სჭირდება მეტი მხარდაჭერა, პატივისცემა და თანამშრომლობა იმისთვის, რომ ვიცხოვროთ დაცულ სახელმწიფოში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მოგვიანებით, პროკურატურამ პოლიციელის მკვლელობის ჩამდენი პირის ფოტო გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)