16:06 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 10:32:51, 2103 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი დაახლოებით 85%-ით გაიზარდა

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი დაახლოებით 85%-ით გაიზარდა, - დადებით სტატისტიკურ მაჩვენებლებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

რაოდენობრივად, იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტირებულია 14 200 000 ბოთლი ღვინო, რაც თანხობრივად 77%-იან ზრდას შეადგენს.

„ეს, ვფიქრობთ, ძალიან კარგი მაჩვენებელია. განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ ბაზრებზე დივერსიფიკაცია იზრდება და ეს არის არა მხოლოდ საქართველოს სამეზობლოში არსებული ქვეყნები, არამედ ევროკავშირის და ჩინეთის ბაზარი, რომელიც ძალიან მზარდია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის უდიდეს მნიშვნელობაზე საქართველოსთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომლის ჩართულობითაც „ძალიან ბევრი პოზიტიური საქმე კეთდება არა მხოლოდ ღვინის ექსპორტის მიმართულებით“.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე გაგრძელდეს, რადგან სოფლის მეურნეობა არის სწორედ ის მიმართულება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ყოფაზე ყველაზე მეტი სოციალური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

პრემიერმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს ღვინის ექსპორტის მეტი კოორდინაციის თხოვნითაც მიმართა, რადგან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ზოგიერთ ბაზარზე „ქართველი მეწარმეები ერთმანეთთან არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან“.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics