|
2017-04-05 11:37:28, 2671 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
პრემიერი: მაქვს 2 თანამდებობა, პრემიერ-მინისტრის და სამთოსათხილამურო კურორტების პროექტების მენეჯერის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადები, საქართველოს მიზანია, ზამთრის სპორტის სახეობებში საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლოს, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მთის კურორტების მე-3 კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა აქტიურად ავითარებს მთის კურორტებს, რათა ამ რეგიონებში გაჩნდეს წინსვლის მეტი შესაძლებლობა. მისივე თქმით, სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტებზე ტურიზმიდან 300 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა არსებობს. "დღეს კი ჩვენ საფუძველს ვუყრით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს წამოწყებას, ვმასპინძლობთ ევრაზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციას. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ის მთის კურორტების განვითარებას. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მაქვს ორი თანამდებობა: პირველი - დიდი პატივი, რომელიც წილად მერგო, ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მეორე - სამთოსათხილამურო კურორტების პროექტების მენეჯერობა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის 65%-ზე მეტი მთაგორიანია და მთავრობა აქტიურად ავითარებს მთის კურორტებს, რათა ამ რეგიონებში გაჩნდეს წინსვლის მეტი შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობამ თავი მოუყარა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს, რომელიც ჩვენი მთის კურორტების განვითარებისკენ მიმართა. ჩვენ გავხსენით ორი ახალი სათხილამურო კურორტი: გოდერძი და თეთნულდი და შევქმენით ინვესტირებისთვის ხელსაყრელი გარემო, რისთვისაც უზრუნველვყავით გამარტივებული პროცედურები, დაბალი გადასახადები და სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზმი. ამასთან, მთავრობამ წარმატებით გამოიყენა საჯარო-კერძო პარტნიორობის პოტენციალი, რის შედეგადადაც, სამთოსათხილამურო კურორტების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობით, სამთო კურორტები სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ინვესტორი ბაკურიანის „კოხტა-მიტარბის“ პროექტის ფარგლებში არის დღევანდელი კონფერენციის გენერალური სპონსორი. გარდა ამისა, მთავრობამ დაიწყო სხვადასხვა კურორტის გენერალური გეგმის შემუშავების ინიციატივის განხორციელება. გუდაური-კობის გენერალური გეგმა შეიმუშავა კანადურმა კომპანიამ Ecosign Mountain Planners. კიდევ 4 კურორტის, ბაკურიანის, თუშეთის, მესტიის და ბახმაროს, გენერალური გეგმები შემუშავების რეჟიმშია. ჩვენი ძალისხმევა მომავალშიც მოიცავს მთელს ქვეყანას, რომ საქართველოს მთის კურორტები დატვირთული იყოს ზამთარ-ზაფხულ, რისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ტურისტებს ლაშქრობებში, გასართობ თუ/და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. რაც შეეხება მუშაობის შედეგებს, პრემიერის თქმით, მთავრობის შრომამ მნიშვნელოვანი შედეგი უკვე მოიტანა. "დღეს ჩვენ უკვე ვიღებთ საგრძნობ დივიდენდებს. ბოლო 5 სეზონის განმავლობაში ქვეყნის სამთოსათხილამურო კურორტების სტუმართა რიცხვი 800%-ით გაიზარდა. სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება და ამ სეზონზე 49%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გარდა ამისა, საქართველოს მიზანია, ზამთრის სპორტის სახეობებში საერთაშორისო შეჯიბრებს უმასპინძლოს", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციაზე დამსწრე დელეგეტებსა და საზოგადოების წევრებს. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მე-3 კონფერენციას მასპილძლობს, რომელსაც ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ხელმძღვანელობს. კონფერენციას 300-მდე დელეგტი ესწრება.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)