|
2017-04-04 12:27:20, 2147 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკის მხარდაჭერით სოფელ კონდოლში ეკო-პროექტი განხორციელდა
1 აპრილს სოფელ კონდოლში (თელავის რ-ნი, კახეთი) როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ინიციატივით და პაშა ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა გარემოსდაცვითი პროექტი. პროექტის პარტნიორები ასევე იყვნენ World Vision და პალიტრა ჰოლდინგის მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი. პროექტის ფარგლებში მოხდა სოფ. კონდოლის სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის პრეზენტაცია. სამუშაო პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული სკოლის მოსწავლეები და World Vision-ის ბენეფიციარი ბავშვები. აქვე გაიმართა კინოჩვენება გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და საგანმანათლებლო ლექცია ეკოლოგიაზე. ღონისძიების ფარგლებში ჩამოყალიბებული ეკო-კლუბი იზრუნებს ბაღის მოვლაზე და შეგროვილი მაკულატურა ჩაბარდება პალიტრა ჰოლდინგის მაღაზიათა ქსელ ბიბლუსს და გადაიცვლება ლიტერატურაში. „პაშა ბანკისთვის აღნიშნული პროექტის მხარდაჭერა ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ასევე გარემოს დაცვით აქტივობებს. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ სამუშაო პროცესში უშუალოდ სკოლის მოსწავლეები და World Vision-ის ბენეფიციარები იყვნენ ჩართული. პაშა ბანკი სამომავლოდაც აქტიურად გეგმავს ე.წ. „მწვანე პროექტებში“ ჩართვას.“- განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ. „აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება საქართველოში, რაც შემდგომში შესაძლოა გახდეს სტიქიური მოვლენების და სხვა ზიანის მიზეზი. არსებული პრობლემიდან გამომდინარე, ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა თავისი რესურსები პირველ რიგში მიემართა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სოფ. კონდოლში. არსებული პროექტი გამოირჩევა თავისი მრავალფუნქციურობით: აქ როგორც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე ხდება მუშაობა, ასევე პრაქტიკაში ერთვებიან ახალგაზრდები და თვითონვე იღებენ გამწვანებაში მონაწილეობას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს.“ - განაცხადა როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ჩარტერ პრეზიდენტმა, ბიძინა ქუმსიაშვილმა.
(R)
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)