|
2017-04-03 16:09:28, 2352 ნახვა
სამართალი
შსს-მ კლუბ „დოლზში“ ინდოეთის მოქალაქეების ძარცვის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული კლუბ „დოლზის“ კერძო დაცვის თანამშრომელი ა.ჩ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ჩ.-მ მიმდინარე წლის 31 მარტს თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, კლუბ „დოლზში“, სადაც იგი კერძო დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, ინდოეთის მოქალაქეებს შეკვეთის საფასურად შეუსაბამო თანხის - 3 638 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაზეც უცხოელებმა პრეტენზია გამოთქვეს. „ ბრალდებული, კლუბის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ინდოეთის მოქალაქეებს ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შემდეგ ა.ჩ.-მ ერთ-ერთ მათგანს საფულე წაართვა და თანხის საკრედიტო ბარათით გადახდა აიძულა. დაზარალებულებმა პოლიციას დახმარებისთვის მომხდარიდან ორი დღის შემდეგ მიმართეს. სამართალდამცველებმა ა.ჩ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)