|
2017-04-03 14:48:22, 759 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო: ნორვეგია საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ამბიციურ რეფორმას მხარს უჭერს
საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ და ინე ერიქსენ სორეიდემ განხილული თემები მედიასთან შეაჯამეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ლევან იზორიამ საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას ნაყოფიერი უწოდა და კოლეგას ნორვეგიის სამეფოს მთავრობის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივ ფორმატში ჩამოყალიბდა; განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი ეროვნული გვარდიის რეფორმირების საკითხს. გეგმა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ამ მიმართულებით შემდგომი რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს. რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის შექმნაში ნორვეგიის მხარდაჭერა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ ნორვეგიის მხარდაჭერაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნორვეგიამ ფინანსურად და ექსპერტების დონეზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ჩამოყალიბებისა და შემდგომი განვითარებისთვის მაქსიმუმი გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი სკანდინავია-ბალტიისპირეთის თანამშრომლობის ფორმატსაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოს სურვილი აქვს აღნიშნული ფორმატის ასოცირებული წევრი გახდეს: „ჩემს ნორვეგიელ კოლეგას ეს აზრი მოეწონა და გეგმავს, რომ კოლეგებს ფორმატის შესახებ თავისი შეხედულება გაუზიაროს“. ინე ერიქსენ სორეიდემ ნორვეგიის სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ამ მიდგომას ნატოს ყველა დონის შეხვედრაზე აფიქსირებს. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შემდგომ განვითარებაში მხარდაჭერისთვის ნორვეგიის მზაობა გამოხატა. „განვიხილეთ ის ამბიციური რეფორმები, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს. უნდა აღვნიშნო, რომ თქვენ ძალიან დიდ და საჭირო გეგმას ახორციელებთ, რომელიც ამავე დროს რთულიცაა. ამჟამად ნორვეგიაში ზუსტად იგივე რეფორმებს ვახორციელებთ, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ხედვების და გამოცდილების გაზიარება. ვისაუბრეთ საქართველოზე, როგორც ნატოს ძალიან ღირებულ პარტნიორზე. იმედი გვაქვს, რომ დავეხმარებით საქართველოს ამ ურთიერთობაში კიდევ უფრო წინ წავიდეს და უფრო საიმედო პარტნიორი გახდეს“, - განაცხადა ინე ერიქსენ სორეიდემ პრესკონფერენციაზე. (NS)
მაჭავარიანი საიას მოგებულ საქმეზე - „ოცნების“ მთავრობის დროს საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ყველა სარჩელი მოიგო.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია
უნგრეთმა კვლავ შეაჩერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)