|
2015-04-06 15:23:24, 367 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ODIHR-ის დირექტორს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს მაიკლ გეორგ ლინკს შეხვდა. საგარეო უწყების ინფრომაციით, შეხვედრაზე თამარ ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა ODIHR-თან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ODIHR-ის დირექტორს კიდევ ერთხელ გადაეხადა მადლობა საქართველოს სასამართლო და საარჩევნო სისტემების დახვეწის პროცესში გაწეული დახმარებისათვის. ამასთან, შეხვედრაზე ODIHR-ის დირექტორს ინფორმაცია მიეწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესისა და ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მაიკლ ლინკი საოკუპაციო ხაზს მოინახულებს და ადგილზე არსებული ვითარების შეფასებას თავად შეძლებს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის ე.წ „ხელშეკრულებების“ ხელმოწერის საკითხზე და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას. ODIHR-ის დირექტორმა გამოხატა ოფისის მზადყოფნა მომავალშიც აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)