|
2017-03-28 17:07:52, 2174 ნახვა
სამართალი
პენიტენციურ სისტემაში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა იზრდება
პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული მასალის შენახვის ვადა 120 საათამდე გაიზარდა. შესაბამისი ცვლილება „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებაში შევიდა. აქამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად მიღებული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში იწერებოდა, ხოლო ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების შევსებისას, ახალი ინფორმაციის ჩაწერა უკვე არსებული ინფორმაციის წაშლის ხარჯზე ხდებოდა. ამასთან, ჩაწერილი მასალის შენახვის ვადა არანაკლებ 24 საათი იყო. სახალხო დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებები გადაიარაღდა, რის შედეგადაც ჩაწერილი მასალის შენახვის ვადად არანაკლებ 120 საათი განისაზღვრა. აღნიშნული ცვლილება წინგადადგმული ნაბიჯია, რაც ხელს შეუწყობს სამინისტროს სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო პროცესის წარმართვას.
(NS)
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)