|
2017-03-28 15:55:37, 1903 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა
საქართველოში ვიზიტით მყოფი ფრანგული ბიზნესასოციაცია MEDEF International-ის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი შეხვდა. სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ შეხვედრას 22 ფრანგული კომპანიის, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი ჩერქეზიშვილმა ფრანგ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური რეფორმები გააცნო. მისი განცხადებით, ფრანგული მსხვილი კორპორაციების ძირითადი ინტერესი საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებაა. „ძალიან საინტერესო თემები განვიხილეთ, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და რკინიგზის კუთხით. ჩვენთვის ძალაინ მნიშვნელოვანია ფრანგული მრავალწლიანი გამოცდილების მიღება და გაზიარება. ვიმედოვნებ, რომ მათი ვიზიტი იქნება ძალიან შედეგიანი“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, ფრანგული კომპანიების ხელმძღვანელების მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა, რომ მათ უკვე აქვთ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობის გამოცდილება და არსებულ საინვესტიციო გარემოს ძალიან დადებითად აფასებენ. „მათი შეფასებით, საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც შეიძლება რომ ბიზნესი გააკეთოს ადამიანმა. ეს ძალიან კარგი მესიჯი იყო მათი მხრიდან“ - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა. საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკატერინე სირაძე-დელონეს განცხადებით, საქართველოში იმყოფებიან საკმაოდ დიდი და ძლიერი კომპანიები საფრანგეთიდან, რომლებსაც სურთ, შეისწავლონ საქართველოში საინვესტიციო გარემო და ის მიმართულებები, სადაც შეეძლებათ ინვესტიციის ჩადება. „MEDEF International-თან დიდი ხანია თანამშრომლობს საქართველო. საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტია, რომელიც ფრანგული ბიზნესასოციაციის, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა“ - განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ. „MEDEF International-ის დელეგაციას კომპანია Oberthur Technologies-ს Identité-ს განყოფილების გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, MEDEF International-ის კომპანიათა ხელმძღვანელების საბჭოს თავმჯდომარე კრისტოფ ფონტეინი ხელძღვანელობს. დელეგაციაში წარმოდგენილნი არიან ისეთი მსხვილი ფრანგული კორპორაციები, როგორებიცაა „ეარბასი“, „ალსტრომი“, „სოსიეტე ჟენერალი“, „პომა“, „ობერტიური“, „ივეკო ბასი“, „ბიურო ვერიტასი“ და სხვა. (NS)
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)