|
2017-03-28 11:57:41, 2268 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ
ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა - The 96th China Food & Drinks Fair გაიმართა, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობდა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძე დაესწრო. მისი თქმით, გამოფენის პირველ დღეს დაფიქსირდა გამოფენის არსებობის მანძილზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა - 250 ათასი ადამიანი. „გამოფენაზე ქართულმა ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს როგორც უკვე არსებულპარტნიორებთან, ასევე პოტენციურ იმპორტიორებთან. გამოფენის მიმდინარეობის დროს გაფორმდა ახალი საპარტნიორო ხელშეკრულებები. აღნიშნული გამოფენატარდება 1955 წლიდან და მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს გამოფენად ჩინეთში. ის არის საუკეთესო შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინო უფრო ცნობადი დაპოპულარული გახდეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე" - აღნიშნა თამთა ყველაიძემ. მიმდინარე წლის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიების ღვინოები: შპს „ქინძმარაული", „ბესინი", „თელავის ღვინის მარანი", „თბილღვინო","თელიანი ველი", „ქართული ღვინის სახლი", „ტყუპების ღვინის სახლი", „შატო მუხრანი", „შალვინო", „მეღვინეობა ხარება", „ტიფლისკი ვინნი პოგრები", „ვაზიანი კომპანი", „კახური", „მარანული", „სარაჯიშვილი", „შილდა", „ბატონო", „ბაგრატიონი 1882", „ვაინმენი", „შუხმანის ღვინოები", „თიგიშვილის ღვინის კომპანია", „კახური ტრადიციული მეღვინეობა", „გურემანი", „მილდიანი", „კახური ღვინის მარანი", „დუგლაძეების ღვინის კომპანია" და „GWS". ჩენგდუს გამოფენა განსხვავებულია თავისი ფორმატით და ტარდება ორ ეტაპად. პირველი ტარდება სასტუმროს რესტორანში, რომელსაც მხოლოდ კომერციულიპირები ესწრებიან: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები, ხოლო მეორე ეტაპი უკვე საგამოფენო სივრცეში ინაცვლებს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 832 552 ბოთლი ღვინო, რაც 280%-ით აღემატება გასულიწლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ჩინეთი ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს. (NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)