16:55 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 18:28:28, 2308 ნახვა

ეკონომიკა
ირმა ქავთარაძე კავკასიაში გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე კავკასიაში გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.   ღონისძიება სახელწოდებით „არქიტექტურა - დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი“ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების საქართველოს ოფისის დირექტორმა,  მარი შეფერმა გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას ირმა ქავთარაძემ ისაუბრა საქართველოს და გერმანიის ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთებობზე,  მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის არქიტექტურის ისტორიაში გერმანელი არქიტექტორების მიერ შეტანილ დიდ წვლილზე, ასევე გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შენობა-ნაგებობების არქიტექტურული ნიმუშების ფოტო-მასალა, რომელთა შექმნაც უკავშირდება გერმანული დასახლებების ჩამოყალიბებას საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა საარქივო საილუსტრაციო მასალების ჩვენება, რომლებიც ასახავენ გერმანულ დასახლებებში სამშენებლო საქმიანობის განვითარებას. 

პროექტის მხარდამჭერები არიან  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია, იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური სამდივნო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, ენერგოეფექტურობის ინჟინერთა გაერთიანება და სხვა. 

პროექტი GIZ პროგრამა ,,კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ არქიტექტორ და მშენებელ ქალთა გაერთიანებასთან „ქალები აშენებენ კავკასიას“ თანამშრომლობით განხორციელდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics