|
2015-04-06 10:01:37, 484 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე რუმინელ კოლეგას მირჩეა დუშას ხვდება
საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი მირჩეა დუშა ეწვია. რუმინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრმა საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ჰიმნები შეასრულა. თავდაცვის სამინისტროში მინდია ჯანელიძესა და ნირჩეა დუშას შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მოგვიანებით, მინდია ჯანელიძე და მირჩეა დუშა მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებენ. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პიერვლეი მოადგილე გოჩა რატიანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სპეცოპერაციების ძალების მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე, საჰაერო ძალების სარდალი, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. დღესვე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან. რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)