|
2017-03-24 14:09:04, 977 ნახვა
სხვადასხვა
ევროკავშირი რომის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 წლის იუბილეს ზეიმობს
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ევროკავშირის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ სიტყვით გამოსვლისას გაერთიანებული ევროპის ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის იმ ოცნების ასრულებით დაიწყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ფაშისტური რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების - ალტიერო სპინელისა და ერნესტო როსის „თავისუფალი და გაერთიანებული ევროპის“ მანიფესტშია ასახული. „მშვიდობიანი ევროპის ამ ხედვამ, რომელიც ომს აღკვეთდა, შთააგონა ევროკავშირის დამფუძნებელ წევრებს, ევროპული ინტეგრაციის ამბიციური პროცესი დაეწყოთ. შედეგად, ევროპაში, სადაც მანამდე დამანგრეველი ომები იყო, ამჟამად მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი მიმდინარეობს. დიახ, ევროკავშირი მრავალ გამოწვევას ებრძვის, მათ შორის სკეპტიციზმის ტალღასაც. ზუსტად ამიტომ, წარსული გაკვეთილების გათვალისწინება, ძველი თაობების ღვაწლის გახსენება და ევროპული პროექტის შექმნის მთავარი იდეა, დაგვეხმარება ევროკავშირის მნიშვნელობისა და ევროპელებისთვის გაწეული მიღწევების უკეთ გაგებაში“, - აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ რომის ხელშეკრულების 60 წლისთავისადმი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინტიტუტის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „ევროკავშირი 60-ევროკავშირის წარსული, აწმყო და მომავალი“ ღონისძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ უმასპინძლეს. სტუმრებს, ასევე, მიმართეს ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ, იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა "მტკიცე კავშირი, რომელმაც დროს გაუძლო", რომელიც ტექსტების, ფოტომასალებისა და დოკუმენტების მეშვეობით, ევროკავშირის ისტორიის ძირითად ეტაპებსა და უმნიშვნელოვანეს მიღწევებს ასახავს. ღონისძიება გაგრძელდა დისკუსიით ევროკავშირის მომავლისა და გამოწვევების, ასევე, ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DC FTA) შესახებ. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, იტალიის საელჩოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ასევე, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი თანამსრომლობით განხორციელდა. (NS)
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)