|
2017-03-24 13:44:03, 2171 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააკავეს
დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებმა ლონდონის ტერაქტთან კავშირში კიდევ 2 ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, მომხდარ ტერაქტთან დაკვშირში სულ 9 ადამიანია დაკავებული. მათივე თქმით, გამოძიება მიმდინაროებს და შესაბამისი უწყებები, თავდამსხმელის მოტივებისა და თანამზახველების შესახებ იფრომაციის გარკვევას ცდილობენ. "გვინდა გავარკვიოთ მოქმედებდა თუ არა თავდამსხმელი მარტო თუ მას თანამზრახველები ჰყავდნენ. დასადგენია, იყო თუ არა ის უშუალოდ ტერორისტული დაჯგუფების წევრი თუ უბრალოდ პროპაგანდის შედეგად დაესხა თავს მოქალაქეებს", - აცხადებენ ბრიტანეთის პოლიციაში. ცნობისთვის, ლონდონის ტერაქტის თავდამსხმელი 52 წლის ჰალიდ მასუდია, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგრაფოში დაიბადა. მასუდი სამართალდამცველებისთვის ცნობილი პირი იყო. ის რამდენჯერმე იყო დაკავებული იარაღის უკანონო ტარების, ძალადობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის გამო. გარდა ამისა, სამართალდამცველების თქმით, ბირმინგემსა და ლონდონში ჩატარებული რეიდის შედეგად 8 ადამიანი დააკავეს, ტერაქტთან კავშირის გამო. შეგახსენებთ, რომ ლონდონში თავდამსხმელი ავტომობილით ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. ამის შემდეგ მამაკაცმა ცივი იარაღით ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობას იცავდა, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და პარლამენტისკენ გაიქცა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. თავდასხმის შედეგად სულ 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 პოლიციელი და თვითონ თავდამსხმელი, 40-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სკოტლანდ-იარდმა ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თავდასხმის დროს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა ის მალევე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერაქტის დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)