01:19 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 12:21:51, 2426 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანული ხელისუფლება იძიებს იყო თუ არა თავდამსხმელი ISIS-თან კავშირში

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ამოწმებს ინფორმაციას, იყო თუ არა თავდამსხმელი ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ამასთან, მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურები თავდამსხმელის ვინაობა უკვე იციან, თუმცა ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ. 

გამოცემა Daily Mail ტელეარხ Channel 4 დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის ზუსტი ვინაობა უცნობია. 

ცნობისთვის, მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუშინ ლონდონში მომხდარ თავდასხმაში აბუ იზზადინია ეჭვმიტანილი, არ დადასტურდა

შეგახსენებთ, გუშინ ლონდონში, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ გაიქცა, თუმცა ამ დროს სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა. ამასთან, თავდამსხმელი ვესტმინსტერის ხიდთან ავტომობილით ქვეითებს გამიზნულად დაეჯახა. სულ ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელი, 40-მდე კი დაშავდა. სკოტლანდ-იარდმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics