|
2017-03-20 16:38:21, 2259 ნახვა
სამართალი
ზვიად მიხანაშვილი „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგების“ პრეზენტაციას დაესწრო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი მთავარ პროკურატურაში „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგების“ პრეზენტაციას დაესწრო. კვლევა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარდა. დოკუმენტი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი ტენდენციების შესახებ. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, პარლამენტის უმრავლესობის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ნარკომანია ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად რჩება. ამ ფაქტს კი მინისტრის მოადგილის განცხადებით ადასტურებს ისიც, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულთა უმრავლესობა სასჯელს სწორედ ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის შემცირება და მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.გამოიკვეთა, რომ ძირითადად, ახალგაზრდები ადრეული ასაკიდან იწყებენ ნარკოტიკის მოხმარებას, რაც სამწუხარო ფაქტია. ვფიქრობთ საზოგადოების აქტიური ჩართულობა და სახელმწიფო ინსტიტუტების ძალისხმევა მნიშვენლოვან როლს შეიტანს დადებითი შედეგის მიღწევაში ამ სენთან ბრძოლაში. სკოლის ასაკიდან უნდა მოხდეს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით, რადგან პირველადი მოხმარება კვლევის მიხედვით ძირითადად ცნობისმოყვარეობის გამო ხდებოდა”, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ კვლევის შედეგები ბევრის მთქმელია. საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1163-მმა პირობით მსჯავრდებულმა. „დოკუმენტში საუბარია ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. გარდა ამისა, კვლევა სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო სექტორს, მომავალში საშუალებას მისცემს მეტად ეფექტურად დაგეგმონ და გაატარონ პრევენციული ღონისძიებები. კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მის რესპოდენტებს წარმოადგენდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებული პრობაციონერები.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)