|
2015-04-04 11:26:35, 389 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: გია უდესიანი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიაში არ ყოფილა
ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, გია უდესიანი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ ყოფილა. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში, პოლიტსაბჭოს დაწყებამდე განუცხადა. „რაც შეეხება უდესიანის ჩართულობას ადგილობრივ არჩევნებში სრული პარუსიხსმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არ არის სწორი. განხილვაც კი არ ყოფილა უდესიანთან მიმართებაში, რომ ის უნდა ყოფილიყო სიაში ან პარტიასთან ერთად მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. მე შტაბის ხელმძღვანელი გახლდით, ჩართული ვიყავი ამ პროცესებში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ უდესიანის გვარი არც კი გაჟღერებულა“, - აღნიშნა კალაძემ. რაც შეეხება ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო სიაში ჩასმას, ვიცე-პრემიერი ინფორმაციით, ამაზე საუბარი იყო, თუმცა მისივე მტკიცებით, აღნიშნულის წინააღმდეგ წავიდა და მას პრემიერიც დაეთანხმა. „შიხიაშვილს რაც შეეხება, მასთან მიმართებაშ იყო საუბარი, რომ პარტიაში ამა თუ იმ ფორმით მიეღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, რაზეც მე ვიყავი წინააღმდეგი, პრემიერს მოვახსენე ამასთან დაკავშირებით და პრემიერიც დამეთანხმა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ შიხიაშვილი არ ყოფილიყო სიაში. უდესიანის მიბმა ვფიქრობ, არ არის სწორი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)