|
2015-04-04 10:06:17, 679 ნახვა
საზოგადოება
სპორტული ფედერაციები სპორტის სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტის დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციები სპორტულ სამყაროში უახლოეს დღეებში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავენ. "სპორტული ფედერაციები, გამოვხატავთ უაღრეს შეშფოთებას საქართველოს სპორტულ სამყაროში უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო. ტელეეთერითა და ბეჭდური მედიის მეშვეობით ვისმენთ შეფასებებსა და განცხადებებს, რომელთაც სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლიათ სპორტულ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე და შესაბამისად თითოეული სპორტული ფედერაციის საქმიანობაზე, თანაც ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არავინ არ გვაწვდის შესაბამის ინფორმაციას, არ მოგვეცა საშუალება დავსწრებოდით სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის სხდომას, მისი დახურული ფორმატის მიზეზით და პრაქტიკულად უსერიოზულესი გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებულ იქნას ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე. ჩვენ წარმოვადგენთ აპოლიტიკურ ორგანიზაციებს და პოლიტიკური წიაღსვლებით არ ვართ დაინტერესებული, მაგრამ გვაქვს ლეგიტიმური უფლება მოვთხოვოთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს ჩაგვაყენონ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქმის კურსში", - ნათქვამია ფედერაციების განცხადებაში. ამასთან, სპორტული ფედერაციების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 4 აპრილს, სასტუმრო "რედისონში" შეკრებას გეგმავენ, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეულნი. ფედერაციების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სამინისტროსა და კომიტეტის წარმომადგენელთა მოსაზრებებს გაეცნობიან და საკუთარ პოზიციასაც დააფიქსირებენ. განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს ძიუდოს, ჭიდაობის, კალათბურთის, რაგბისა და სპორტის სხვა სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამართულ სპორტის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ლევან ყიფიანის მუშაობა გააკრიტიკეს. ყიფიანმა კი გუსინ უპასუხა, რომ არავის მისცემს უფლებას, ფედერაციების საქმიანობაში ხელი აფათუროს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)