01:44 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 12:01:48, 2620 ნახვა

მსოფლიო
ალეპოში მეჩეთის დაბომბვის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა

ალეპოს პროვინციის სოფელ ალ ჯინაში მეჩეთის დაბომბვის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეა.

როგორც BBC წერს, აღნიშნულ ტერიტორიაზე საჰაერო ოპერაციებს რუსეთისა და სირიის სამხედროები ახორციელებდნენ. სამხედრო ღონისძიებებში ასევე ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალები. თუმცა, ამ დროისთვის უცნობია თუ რომელი ქვეყნის სამხედროება განახორციელეს საჰაერო დარტყმა.

შეგახსენებთ, რომ 15 მარტს დამასკოში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა რის შედეგადაც სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ცნობისთვის, ბოლო 6 წლის განმავლობაში სირიაში აფეთქებებს 320 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics