|
2017-03-16 19:39:21, 2280 ნახვა
სამართალი
შსს: ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქის დაკავება ჩვენთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთში 48 ქართველის დასაკავებლად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიება საქართველოს შს სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, დაკავებული პირები ძირითადად ბინების ქურდობაში არიან ბრალდებული. "ესპანელმა სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალ-მარტში ქალაქ მადრიდში, ლეგანესში, ხეტაფესა და ბარსელონაში საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარეს, რა დროსაც ესპანეთში არალეგალური სტატუსით მყოფი, საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები, ძირითადად, ბინების ქურდობაში არიან ბრალდებული. საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა საქართველოს შს სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ 2015 წლის 21 იანვრის შეთანხმების საფუძველზე. ქართველ და ესპანელ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობდა ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა. საპოლიციო ღონისძიებებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოში, რომელიც, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ესპანელი კოლეგების მხარდაჭერას ახორციელებდა. საქართველოსა და ესპანეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, 2016 წლის ივნისში ესპანელმა სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1980 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს, რომელიც იმავე წლის ივლისში ექსტრადირებული იქნა საქართველოში. 2016 წლის ნოემბერში, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ესპანეთში ასევე განხორციელდა მასშტაბური სპეცოპერაცია - “აიკონ 2“. აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად, ესპანეთის ოთხ ქალაქში: მადრიდში, ბილბაოში, სევილიასა და ბარსელონაში საქართველოს 45 და უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)