|
2017-03-16 15:01:39, 2111 ნახვა
სამართალი
სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ სასამართლო პროცესზე სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა განაცხადა. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დღეს მოსარჩელე მხარემ სამი შუამდგომლობა დააყენა, რომელთაგან ერთი მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა დააკმაყოფილა, ორ შუამდგომლობაზე კი მომდევნო პროცესზე იმსჯელებს. მოსამართლემ მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ ორივე შუამდგომლობა ერთგვაროვანია და როგორც მოპასუხე მხარეს, ასევე სასამართლოს სჭირდება გონივრული დრო, რომ შუამდგომლობებში წარმოდგენილ მოთხოვნებს გაეცნოს. აღნიშნული შუამდგომლობებიდან ერთი 21 დეკემბრის ოქმის ფაქტების კონსტანტაციას ეხება, მეორე შუამდგომლობით კი მოსარჩელემ სასამართლოს სთხოვა სეოკიდან გამოითხოვოს ის დოკუმენტაცია, რომელიც მოსარჩელეს მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ აქვს მიღებული. სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა როინ მიგრიაულმა აღნიშნა, რომ შუამდგომლობების დაკმაყოფილება მნიშვნელოვანია, რადგან ის დოკუმენტაცია, რომლის გამოთხოვასაც მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილი ითხოვს საქმესთან პირდაპირ კავშირშია. "ამ დოკუმენტაციის გარეშე სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ჩვენ მოვითხოვთ საქმეში წარმოდგენილი იყოს ისეთის ახის დოკუმენტაცია, როგორიცაა გაწევრიანების შესახებ ოქმები, როგორ გაწევრიანდნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ. თუ მხარემ წარმოადგინა ეს დოკუმენტაცია, ჩვენ მას განვიხილავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს დაეკისრება. პროცესზე გაცხადებული იყო ასეთი რამ, რომ თითქოს ის წევრები, რომლებიც წესდებით არიან ჩაწერილები, მათ წევრობას არაფერი არ უნდა შეეხოს. ჩვენ ვამბობთ, რომ შესაძლოა წესდების იმ ნორმის ბათილობა მოვითხოვოთ, სადაც წევრები არიან ჩამოთვლილი. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს მარწმუნებელთან უნდა ვიმსჯელო, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ როინ მიგრიაულმა. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, სეოკ-ის ინტერესების დამცველი ირაკლი ყანდაშვილი პირველ შუამდგომლობას დაეთანხმა, თუმცა დანარჩენ ორ შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მას გასაცნობად დრო სჭირდება. მანვე სასამარლო პროცესზე აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე კონკრეტული დოკუმენტაციის გამოთხოვის დროს ითხოვდა ისეთ დოკუმენტებსაც, რომელიც პერსონალური მონაცემების გაცემას გულისხმობდა. მოპასუხე მხარე ამბობს, რომ პერსონალურ მონაცემებს სასამართლოს განჩინების გარეშე ირაკლი მეძმარიაშვილს ვერ გადასცემს. სასამართლო პროცესს მოსარჩელე მხარიდან ირაკლი მეძმარიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი ესწრებოდნენ, ხოლო მოპასუხე მხარეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი წარმოადგენდა. საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 11 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ჭუნიაშვილის განჩინების თანახმად, სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, საქმეში არსებულ მასალებს, შეამოწმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. "სეოკ-ის წესდებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისია, იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არის",- აღნიშნულია მოსამართლის განჩინებაში. აღნიშნული სარჩელი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სეოკ-ის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება.
(NS)
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)