|
2017-03-15 14:38:04, 1958 ნახვა
სამართალი
სასამართლო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის სარჩელის განხილვას ხვალ დაიწყებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის განხილვას ხვალ, 16 მარტს დაიწყებს. ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატის, როინ მიგრიაულის განცხადებით, ხვალ ტარდება მოსამზადებელი სხდომა, სადაც მხარეები შუამდგომლობებსა და განცხადებებს წარადგენენ. "ჩვენ რამდენიმე შუამდგომლობა გვაქვს, მათ შორის მტკიცებულებების გამოთხოვაზე. ეს პროცესი არსებით განხილვაში არ გადავა, სასამართლო ამ შუამდგომლობების ირგვლივ იმსჯელებს და პროცესს გადადებს. თუ საქმეში ახალი მტკიცებულებები შემოდის და მეორე მხარე ამ დოკუმენტების გაცნობას ითხოვს, მოსამართლე ყოველთვის აძლევს ვადას და იდება პროცესი. გარდა ამისა, ჩვენ სასამართლოს უნდა მოვთხოვოთ, რომ გარკვეული მტკიცებულებები გამოითხოვოს ოლიმპიური კომიტეტიდან, რადგან კომიტეტმა ჩვენ ყველა დოკუმენტი არ მოგვაწოდა. საუბარია როგორც თავდაპირველად გამოთხოვილ, ისე ბოლო პერიოდში მოთხოვნილ დოკუმენტებზე, რომლებზეც სეოკი-დან ვერ მივიღეთ",- განაცხადა ადვოკატმა. მისი ინფორმაციით, პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება. საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ჭუნიაშვილის განჩინების თანახმად, სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, საქმეში არსებულ მასალებს, შეამოწმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. "სეოკ-ის წესდებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისია, იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არის",- აღნიშნულია მოსამართლის განჩინებაში. აღნიშნული სარჩელი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სეოკ-ის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება. მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილს შეეძლო სეოკ-ის სარჩელის გასაჩივრება, თუმცა იმ მიზნით, რომ სარჩელზე არსებითი განხილვა დროულად დაწყებულიყო, არ გაუსაჩივრებია.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)