|
2017-03-13 12:41:52, 1902 ნახვა
სამართალი
EMC სახელმწიფოს მოუწოდებს, ბათუმში განვითარებული მოვლენების სათანადო შესწავლა და რეაგირება მოახდინოს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ბათუმში, მიმდინარე წლის 11 მარტს განვითარებულ პროცესებს ეხმაურება და სახელმწიფოს მოუწოდებს, მოვლენების სათანადო შესწავლა და რეაგირება მოახდინოს. „2017 წლის 11 მარტს, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სპონტანურად ორგანიზებული პროტესტის მიზეზი, პოლიციის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამკაცრებული დაჯარიმების პრაქტიკა გახდა. შეკრების მონაწილეების პროტესტის გამძაფრება ძმის დაკრძალვიდან დაბრუნებული ჯიმი ვარშანიძის დაკავებამ გამოიწვია. მისი თქმით, ახსნა-განმარტების მიუხედავად, რომ სადავო ადგილას სათანადო პარკირება შეუძლებელი იყო და მას სასწრაფოდ სჭირდებოდა იქვე მდებარე აფთიაქში მედიკამენტების შეძენა, შელაპარაკების შემდეგ, პოლიციამ მანქანაში ძალით ჩატენა და დააკავა. აღნიშნულმა ინციდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ესკალაცია გამოიწვია და მათ ბათუმში სასტუმრო „პლაზას“ ტერიტორიაზე სპონტანური და მასობრივი შეკრება დაიწყეს. შეკრების მონაწილეების მხრიდან ისმოდა უკმაყოფილება ბათუმში პოლიციის სამმართველოს უფროსად ახალდანიშნული კახა ბუხრაძის მიერ საპოლიციო ღონისძიებების გამკაცრებით, ქალაქში „ახალი წესრიგის” დამყარების, სიღარიბის ფონზე მაღალი ჯარიმების გამოყენებით მოსახლეობისთვის ეკონომიკური ტვირთების დამძიმების, აჭარაში მაღალ თანამდებობებზე არაადგილობრივი პირების დანიშვნის თაობაზე. საღამოს აქციამ პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც შეკრების მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებასა და საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვდნენ. რამდენიმე საათის გასვლის მიუხედავად, შეკრების მონაწილეებთან ხელისუფლების, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კომუნიკაცია არ ჰქონიათ, რამაც შეკრების მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და მათმა ნაწილმა სამმართველოს შენობაში უკანონო შეღწევა განიზრახა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, შეკრების რამდენიმე მონაწილე პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის გამო ადგილზე დააკავა, ამ ეპიზოდში დაფიქსირდა სპეციალური საშუალების, გაზის გამოყენების ფაქტიც. მალევე, შეკრების ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა, რის შემდეგაც შეკრების მონაწილეების დიდი ნაწილი გაიქცა და აქციის ტერიტორია დატოვა, ნაწილმა კი, ქალაქში ვანდალური აქტების ჩადენა, მათ შორის, ქონების განადგურება, პოლიციის მანქანების გადაწვა დაიწყო. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ არსებითია: სამართალდამცავმა ორგანოებმა უზრუნველყონ გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტების და მთლიანი პროცესის ეფექტიანი გამოძიება და დაკავებული პირების საპროცესო უფლებების სრულყოფილი რეალიზება. ამასთან, მნიშვნელოვანია პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების და პროპორციულობის შესწავლა; შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაიაზროს მასობრივი და ძალადობრივი შეკრებების მართვასთან დაკავშირებული საკუთარი ინსტიტუციური და კომპეტენციური გამოწვევები და შეიმუშაოს კრიზისული სიტუაციების მართვის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ეფექტიანი სტრატეგიები და ტექნიკები; შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათანადოდ შეისწავლოს ადგილობრივი პოლიციის უფროსის საქმიანობის კანონიერების საკითხი და საჭიროების შემთხვევაში, მასზე სათანადო რეაგირება მოახდინოს; მთავრობამ უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და პოლიტიკური უკმაყოფილების რეალური მიზეზების შესწავლა და დაგეგმოს კომპლექსური ღონისძიებები ამ მიმართულებით; პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ პროცესის ესკალაციისგან, მათ შორის, ქსენოფობიური და შუღლის გაღვივებაზე მიმართული საჯარო განცხადებებისგან. მოქალაქეებმა შეინარჩუნონ მშვიდობა და პატივისცენ კანონსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს. მნიშნელოვანია, რომ პოლიტიკური და სოციალური უკმაყოფილების გამოხატვა დემოკრატიული და სამართლებრივი ბრძოლის გზებით მოახდინონ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)