|
2015-04-03 14:41:30, 468 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ქვემო ქართლის გამგებლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლის გეუბერნატორებს, რაიონების გამგებლებს და რუსთავის მერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერმა ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ გააქტიურებისკენ მოუწოდა. პრემიერ-მინისტრმა გამგებლებს ახალი სამთავრობო პროექტის -„ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ დეტალები გააცნო და მიმართა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა განვითარდეს წარმოება, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და რეგიონი გაძლიერდეს. სამუშაო შეხვედრები რაიონების გამგებლებსა და მერებთან გაიმართება ყველა რეგიონში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალი სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)