|
2015-04-03 12:50:58, 493 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმება საქართველოს ბიუჯეტს მძიმედ არ დააწვებოდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მტკიცებით, საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმება საქართველოს ბიუჯეტს მძიმედ არ დააწვებოდა. ამის შესახებ ალასანიამ „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, საფრანგეთთან იყო მოლაპარაკება, რომ გადახდა მას შემდეგ მოხდებოდა, რაც საქართველოში საჰაერო თავდაცვის სისტემა სრულად დამონტაჟდებოდა. ეს კი, ალასანიას თქმით, საქართველოს გრძელვადიანი სესხის აღების შემთხვევაში, ყოველ წელიწადს რამენიმე ათეული მილიონი ლარი დაუჯდებოდა. „როდესაც თავდაცვის სამინისტროში მივედი და სამხედროებთან ერთად დავიწყე ჩვენი თავდაცვის სტრატეგიაზე ზრუნვა, პირველი, რა თქმა უნდა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყოს ის, რომ შეგვექმნა ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემდა ჩვენს სახმელეთო ჯარებს , აუცილებლობის შემთხვევაში, ეფექტურად დაეცვათ ჩვენი საზოგადოება და ხალხი. ჩვენ, ბუნებრივია საჰაერო დომინირებას ვერ მივაღწევთ რეგიონში სამხედრო ძალთა ბალანსიდან გამომდინარე, ეს უნარი არ შესწევს ჩვენს ბიუჯეტს და ეს არც დგას ჩვენს ამოცანებში. ჩვენ გვინდა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი შესაძლებლობა. საჰაერო თავდაცვა იქნებოდა ის ქოლგა და იქნება მომავალშიც, რომელიც საქართველოს ეფექტური თავდაცვის შესაძლებლობებს გაუჩენს“, – აღნიშნა ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)