Wikileaks-ის მიერ დოკუმენტების გამოქვეყნებით, ორგანიზაციამ ამერიკელების უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენა. 

" />
01:44 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 12:59:40, 3090 ნახვა

მსოფლიო
WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტაციას აშშ-ს დაზვერვის სააგენტო ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ Wikileaks-ის მიერ დოკუმენტების გამოქვეყნებით, ორგანიზაციამ ამერიკელების უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მსგავსი სახით სპეცსამსახურების გამოაშკარავება, რომელთაც აშშ-ს ტერორისტებისა და სხვა მტრებისგან უნდა დაიცვას, ზიანს აყენებს, თუმცა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს წარმომადგენელი გასაჯაროებული დოკუმენტების ავთენტურობის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, Wikileaks-მა ათი ათასამდე დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად კომპიუტერული ვირუსების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. აღნიშნული ვირუსების საშუალებით, დაზვერვა კომპიუტერების, ტელეფონებისა და ტელევიზორების გამოყენებით, მოქალაქეთა ფარულ მიყურადებას ახორციელებდა. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ ერთობლივი გამოძიება დაიწყეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics