|
2015-04-03 10:16:53, 530 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის მთავრობამ გაერო-ს დელეგაციისთვის რეგიონის პოტენციალის პრეზენტაცია გამართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავობამ, სპეციალურად გაეროს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობათა წევრებისთვის რეგიონის პოტენციალის პრეზენტაცია გამართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას დაესწრნენ გრენადის, ქეიფ-ვერდეს, ტონგას, იამაიკის, ტიმორ-ლესტეს, უგანდის, ტრინიდადის, ჰაიტის, გვინეის მუდმივი წარმომადგენლები გაეროში. ასევე საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე და გაეროს სამმართველოს მრჩეველი, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა დობორჯგინიძე. რეგიონის საინვესტიციო გარემო, ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი სტუმრებს ეკონომიკის სამინისტროს ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილებისა და რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცნეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუმრების რეგიონით დაინტერესებას და მათთვის მნიშვნელოვანი კუთხით წარმოჩენას. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წვერები მოინახულებენ სარფის სასაზღვრო პუნქტს, იუსტიციის სახლს, ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმს, ბათუმის პოტანიკურ ბაღს, მუსიკალურ ცენტრსა და პიაცას მოედანს. გაეროს მუდმივმოქმედ წარმომადგენლობათა წევრები ბათუმში საქართველოში დაგეგმილი 29 მარტი-5 აპრილის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. გაეროს წარმომადგენლები ვიზიტის განმავლობაში სტუმრობენ სხვადასხვა რეგიონს და მართავენ ოფიციალურ შეხვედრებს. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. გაეროს დელეგაცია ბათუმს 3 აპრილს დატოვებს და თბილისში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)