|
2017-03-08 15:08:45, 2571 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ბრალდებული გიორგი მამალაძე, კალიუმის ციანიდის შესახებ ინფორმაციის მოძიებას სისტემატიურად ცდილობდა
„ბრალდებული კუთვნილი მობილური ტელეფონის მეშვეობით, 2016 წლის 27 დეკემბრიდან მოყოლებული კალიუმის ციანიდის შესახებ ინფორმაციის მოძიებას სისტემატიურად ცდილობდა“, - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული ასევე ინტერესდებოდა კალიუმის ციანიდის ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით. „2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“. ბრალდებულის კუთვნილ “SAMSUNG”-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, დადგინდა რომ გიორგი მამალაძე, მკვლელობის მიზნით კალიუმის ციანიდის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა ინტერნეტ საძიებო სისტემა GooGle-ის მეშვეობით. იგი ასევე ინტერესდებოდა აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით. აღნიშნული ინფორმაციის მოძიებას ბრალდებული ახდენდა მისსავე სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის მეშვეობით 2016 წლის 27 დეკემბრიდან მოყოლებული სისტემატიურად. ყველა შემთხვევაში, ბრალდებული ინტერესდებოდა აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით. ასევე, ირაკლი მამალაძის მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილ ფურცელზე ხელნაწერით „კალიუმ ციანიდი“ ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხსენებული ხელნაწერი შესრულებულია გიორგი მამალაძის მიერ“, - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა. ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)