|
2017-03-07 12:53:19, 1485 ნახვა
სხვადასხვა
ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრი აღსრულების ეროვნულ ბიუროს ესტუმრა
აღსრულების ეროვნულ ბიუროს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურიამ ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრ ურან ახმეტოვს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სააღსრულებო წარმოების პროცედურებს, ბიუროს სერვისებს - მოვალეთა რეესტრი, გამარტივებული საქმისწარმოება, ელექტრონული აუქციონი, აღსრულების პოლიციის მუშაობის სპეციფიკას. ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრმა ინტერესი გამოთქვა დამატებით გაეცნოს აღსრულების სფეროში ქართული მხარის მიერ გატარებულ რეფორმებს და გამოცდილების გაზიარების მიზნით შეიქმნას ინფორმაციის აქტიური გაცვლის მექანიზმები. იოსებ ბაღათურიამ დელეგაციის წევრებს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრი შეხვდა ქართველ კოლეგას, თეა წულუკიანს. სამინისტროს დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, გაცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს. ასევე, დელეგაცია სტუმრობდა მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრსა და ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს. ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტი სამდღიანია და ის დღეს, 7 მარტს სრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)