|
2015-04-02 17:31:19, 389 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ ნატოში 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა
ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრა ელჩების მოადგილეების დონეზე გაიმართა, რომელზეც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ქავთარაძე, რომელმაც მოკავშირეებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და საქართველო-ნატოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის ელემენტების იმპლემენტაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ალიანსის 28 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რეფორმათა გეგმა. აღინიშნა, რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველი და რეალისტურია. ასევე, ხაზი გაესვა რეფორმების წარმატებით შესრულების მნიშვნელობას და რეფორმების განხორციელების საქმეში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ 2015 წლის ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრების წინასწარ დღის წესრიგს. ალიანსის წევრებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და ურყევი მზაობისთვის, გააგრძელოს მონაწილეობა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)