|
2015-04-02 16:42:46, 793 ნახვა
საზოგადოება
„სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით საქართველოში ბავშვთა პარაორკესტრი შეიქმნა
ფონდ „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, კავშირმა „მშობელთა ხიდი“ პარაორკესტრი შექმნა. კავშირმა 2014 წელს ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ გამართულ მეორე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და წარმატებით განახორციელა პროექტი, რომელიც მუსიკით დაინტერესებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიერ პარაორკესტრის ჩამოყალიბებას გულისხმობს. პარაორკესტრის წევრები არიან სმენადაქვეითებული, უსინათლო, აუტისტური სპექტრის და მობილობის შეზღუდვის მქონე ბავშვები და მოზარდები. აღნიშნული პროექტის შექმნა, ხელს უწყობს შშმ ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, მათი შესაძლებლობების რეალიზებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. მითუმეტეს რომ, მუსიკალური თერაპია ხელს უწყობს ბავშვების უნარ-ჩვევების განვითარებას. მოძრაობის თეატრში დღეს აღნიშნული პარაორკესტრის პირველი კონცერტი გაიმართა, რომელიც აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2008 წლის 2 აპრილიდან მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აღნიშნავს აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღეს. ცნობისთვის, კავშირი „მშობელთა ხიდი“ შეიქმნა შშმ ბავშვების, მათთან მომუშავე პერსონალის-ფსიქოლოგების და მშობლების ინიციატივით 1999 წელს. კავშირის წევრების მიზანია განვითარდეს შშმ ბავშვების სასწავლო და სოციალური პირობები. კავშირს ყავს 50 ბენეფიციარი, რომლებსაც სისტემატიურად უტარდებათ: მუსიკალური თერაპია, დრამთერაპია, არტთერაპია, ოკუპაციური თერაპია, ლოგორითმიკა და ფიზიკური თერაპია. ბენეფიციარებთან, მუშაობენ პროფესიონალები, როგორც ფსიქოლოგები ასევე სპეციალური პედაგოგები და მეთოდისტები. ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად 2014 წელს ორი საგრანტო კონკურსი გამართა, რომელთა ფარგლებშიც დააფინანსა 26 პროექტი. ჯამში, 2014 წლის განმავლობაში 1 მილიონ 600 000 ლარამდე თანხა დახარჯა, განათლების, გარემოს დაცვის და შშმ ბავშვების მხარდასაჭერად. ფონდმა ასევე, ინდვიდუალური პირების 13 სხვა და სხვა პროექტი განახორციელა და 300 შშმ ადამიანს ეტლი გადასცა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)