|
2015-04-02 16:12:38, 458 ნახვა
პოლიტიკა
შეხვედრა თურქეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებთან
რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ იშმეთ ილმაზთან გამართულ შეხვედრაზე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს და აღინიშნეს, რომ ამგვარი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას. ხაზი გაესვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის განათლების სფეროში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. „რამდენადაც ვიცი, თქვენ გქონდათ ნაყოფიერი შეხვედრა თქვენს ქართველ კოლეგასთან და შეთანხმდით ბევრ საკითხზე. ჩვენი, სამი სახელმწიფოს ერთობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მიხარია, რომ ჩვენ რეალურად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა თურქეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)