|
2017-03-03 00:51:18, 2536 ნახვა
სამართალი
პაატა სალია: ქიბარ ხალვაში აუცილებლად უპასუხებს ნიკა გვარამიას შეთავაზებას
ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, ნიკა გვარამიას შეთავაზებას, გამოისყიდოს „რუსთავი 2“-ის წილების 100“, ქიბარ ხალვაში პასუხს აუცილებლად გასცემს, - ამის შესახებ ადვოკატმა "მოამბეს" განუცხადა. სალიას თქმით, პასუხი ამ შეთავაზებაზე ხვალ გახდება ცნობილი. „არ ვარ უფლებამოსილი, რომ ახლა ვთქვა რამე. ხვალ მექნება კონტაქტი ქიბარ ხალვაშთან და ის აუცილებლად უპასუხებს ნიკა გვარამიას. კარგია, რომ ქიბარ ხალვაშს ელაპარაკებიან ამ საკითხზე. ამაღამ პასუხი არ იქნება, თუმცა ხალვაში ამ განცხადებაზე პასუხს აუცილებლად გასცემს. ამასთან, ჯერ უნდა გავეცნოთ შემოთავაზებას და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, როგორი პასუხი გვექნება“,- განაცხადა პაატა სალიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)