|
2017-03-02 23:42:52, 3291 ნახვა
კომენტარი Lifestyle
თინა ხიდაშელი: ყარამანაშვილებს ვერ ვიგლოვებ, თუ გინდათ ჩამქოლეთ
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, დღევანდელი "რუსთავი 2" ჭეშმარიტების ფლაგმანი არ არის. როგორც ხიდაშელი სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, "რუსთავი 2"-ს პოზიცია აქვს, ზუსტად ისე, როგორც 2003-ში ჰქონდა და ამ პოზიციის ფლაგმანია. "ექსპრესნისი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ყარამანაშვილებს ვერ ვიგლოვებ. თუ გინდათ ჩამქოლეთ. და ეს პოსტი ცოტა გრძელი იქნება. „რუსთავი 2“ კი მენანება მორიგ ჯერზე გამარჯვებული პარტიის მაამებელი ინსტურმენტობისთვის, ზუსტად ისე როგორც იმ დღეს ქიბარს ნადავლი, რომ გადასცეს, და შემდეგ ხელიდან ხელში გადადიოდა. ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ ვიზეიმებ და ვერავის მოგილოცავთ. მით უფრო იმ ხალხს ვერ მოგილოცავთ მუდამ მის წართმევას და გადაკეთებას რომ გულშემატკივრობდით, ოთხმოცდაათიანებშიც, 2001-შიც, 2004-შიც და ახლაც. არადა რამდენი ხართ ასეთი. სულ რომ ვინც მოვიდა გაუმარჯოს რეჟიმში ცხოვრობთ და ეს მაგარი ტელევიზია მუდამ თქვენს საამებელ ინსტრუმენტად გინდათ. დიახ, დღევანდელი რუსთავი 2 არ არის ჭეშმარიტების ფლაგმანი, ისე როგორც ტელევიზიების უმრავლესობა ჩვენშიც და გარეთაც. რუსთავი 2-ს პოზიცია აქვს, ზუსტად ისე როგორც 2003-ში ჰქონდა და ამ პოზიციის ფლაგმანია. არსებობს მარტივი ჭეშმარიტებები, რომელზეც დემოკრატიულ სამყაროში არ დაობენ. სწორედ ამ ჭეშმარიტებებს დაუპირისიპირდა ჩემი აზრით დღევანდელი დღე და სწორედ ამიტომ დამარცხდება დღევანდელი დღის თქვენი "მონაპოვარი". -- პარტიული / იდეოლოგიურად მიკერძოებული ტელევიზიები დემოკრატიული სამყაროსთვის ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენთან არის ყველაფერი გასაოცარი; ამიტომ ეს არგუმენტი იმდენად სასაცილო და აბსურდულია მგონი მისი თავიდან შემქმნელებიც აღარ იმეორებენ. -- საკუთრება ხელშეუხებელია და როდესაც ქვეყანაში თითქმის 10 წლის განმავლობაში 10 ათასობით ადამიანს საკუთრებას ართმევდნენ, ათმობინებდნენ სახელმწიფოს ვალდებულებაა სამართლიანობის გაჩენა. თუმცა როდესაც 5 წლის თავზე სწორედ ამ საკუთრების უზენაესობის იდეით შეიარაღებული სახელმწიფო რამდენიმე ავტომობილს, 2-3 კერძო ბინას და ტელევიზიას აბრუნებს ეს შერჩევით მართლმსაჯულება და ანაგირშსწორებაა მეგობრებო. და დედამიწაზე ვერავის დაუმტკიცებთ საპირისპიროს. -- კიდევ უფრო მეტად შერჩევითობა და ანგარიშსწორებაა როდესაც სამართლიანობის აღდგენის პირველივე საქმეს, არა თავდაპირველი მესაკუთრის, არამედ ნადავლის მიმთვისებლის სასარგებლოდ გადაწყვეტ. -- კიდევ უფრო მეტად შერჩევითობა და ანგარიშსწორებაა როდესაც საქმეს იმავე პროკურორებს გამოაძიებინებ და სასამართლოში იმავე ხალხს აღაზევებ, ვინც იმ სისხლიანი 9 წლის მანძილზე სწორედ აფ ფრაზის "სისხლიან" ნაწილზეა პასუხისმგებელი. -- საშიშია ტელევიზია რომელიც ხელისუფლებას ემსახურება, ის პროპაგანდის ინსტრუმენტია. კარგი და საჭიროა ტელევიზია, საზოგადოების სიჯანსაღის მაჩვენებელია როდესაც ის ხელისუფლებას ამხელს და უხერხულობას უქმნის. -- და კიდევ ერთი, ეს ადრეც ხშირად მითქვამს, შემიყვარდა ეს გამოთქმა გაიხადეთ ფანჯარაში გარეთ 21-ე საუკუნეა, ინტერნეტის საუკუნე. ასეთი ელემენტარული ჭეშმარიტებების კიდევ გრძელი სია შემეძლო დამწერა, მაგრამ მგონი ამის წაკითხვაც დაგეზარებათ. P.S. იცით რომ მნიშვნელოვანი ამბის დროს დამალვა არ მჩვევია, ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ დავმალულვარ 17 მაისის, საყდრისის, მოსმენების კანონის, კაბელების და ტრაქტორების საქმის, მურუსიძის ხელახალი აღზევების და არც ერთ სხვა კრიტიკულ მომენტში. სამწუხაროდ დღეს ისეთი დღე მაქვს ამ სტატუსის გარდა არაფერი შემიძლია. ჩემი პოზიცია აქ არის“, - წერს თინა ხიდაშელი Faceboook-ში.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)