|
2015-04-02 14:55:34, 479 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდია ჯანელიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან შეხვედრისას ყურადღება ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობაზე გაამახვილა. მან აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მინდია ჯანელიძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს. მხარეებმა 2015 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების სტატუსი განიხილეს. საუბრის ბოლოს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)