|
2017-03-02 13:33:05, 2406 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ახალი პროგრამა დაიწყო
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ახალი პროგრამის დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული შეთანხმება შეაფასა და გაწეული სამუშაოსთვის ეკონომიკური გუნდს და ვიცე- პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მადლობა გადაუხადა. „მინდა ძალიან პოზიტიური შეფასება მივცე ეკონომიკური გუნდის მუშაობას სავალუტო ფონდთან. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს. უმნიშვნელოვანესი სამუშაო დასრულდა– სავალუტო ფონდმა გახსნა ახალი სამწლიანი პროგრამა საქართველოსთვის, რაც ნიშნავსპირდაპირ დაფინანსებას ბიუჯეტში და ასევე – მწვანე შუქის ანთებას ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისთვის, საქართველოს მიმართდაფინანსების გაგრძელების კუთხით. ჩვენი გადადგმული ნაბიჯები ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით არის აბსოლუტურად სწორი, რაცნიშნავს, რომ 4–პუნქტიანი პროგრამა ძალიან წარმატებულია და თვითონ ამ პროგრამამაც წარმატებული სტარტი აიღო. საერთაშორისო საფინანსოინსტიტუტებიდან დაფინანსების კუთხით ანთებული მწვანე შუქი, თავის მხრივ, მეტყველებს, რომ ჩვენი სივრცითი განვითარების პროგრამა აუცილებლად წარმატებით განხორციელდება, რაც ქვეყნის ეკონომიკური დინამიკის სრულიად სხვა დონეს ნიშნავს. ეს ასევე ნიშნავს უამრავ ახალსამუშაო ადგილს, ინვესტიციებს პარალელურად უკვე კერძო სექტორის მხრიდანაც და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან კარგი სტარტი", -განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)