|
2017-03-02 11:19:01, 2152 ნახვა
ეკონომიკა
თებერვალში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5,5% შეადგინა
მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,7 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 5,5 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,51 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6,7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2,7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2,5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1,8 პროცენტი), აგრეთვე ყავა, ჩაი და კაკაო (1,7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-0,7 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,5 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,48 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0,8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0,6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9,4 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (0,9 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,4 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 2,12 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (26,3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,3 პროცენტი); მოცემულ პერიოდში ფასების 5,5 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 1,66 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე (14,2 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6,4 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (6,3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5,2 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 16,3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (35,1 პროცენტი).
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)