|
2017-03-01 16:58:10, 2655 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: სავალუტო ფონდის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარება
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოწონებული იქნა მთავრობის ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომელთა მიზანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ბანკს და ფონდის მისიას შორის ორი კვირის განმავლობაშიმიმდინარეობდა აქტიური მუშაობა სავალუტო ფონდის ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის პროგრამაზე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში, რომელზეც შეთანხმება უკვე მიღწეულია. პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას და პირადად ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს გაწეული ნაყოფიერი მუშაობისათვის და იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც ფონდის მისიის მთელმა გუნდმა საქართველოს მიმართ გამოიჩინა. „ღრმად დარწმუნებული, რომ მას შემდეგ, რაც პროგრამა აპრილში საერთაშორისოსავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოზე წარდგენილი იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებისათვის, ჩვენ მივიღებთ მას უკვე, როგორც დამტკიცებულ ინსტრუმენტს," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე, მადლობა გადაუხადა საქართვლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს და ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ყველა სამინისტროს, რომელიც ჩართული იყო ფონდის მისიასთან მოლაპარაკებების პროცესში, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს გუნდს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული სამწლიანი პროგრამა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად იქნა ინიცირებული. (NS)
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)