|
2017-03-01 14:23:58, 2545 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: ფონდმა დადებითად შეაფასა ჩვენი გადაწყვეტილება საფინანსო სექტორის განმტკიცების მიმართულებით
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთაშორის სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრებზე საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მხარდაჭერის მზაობას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ფონდის მხრიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცების მიმართულებით დადებითად არის შეფასებული, რისთვისაც უკვე მომზადებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. „მთავრობამ გაითვალისწინა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, აღარ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტს პირვანდელი სახით წარუდგინა ის კანონპროექტები, რომლებიც ეხება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის კვლავ ეროვნულ ბანკში დაბრუნების საკითხს. საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის შემდგომი გაძლიერება აამაღლებს საფინანსო სექტორის მდგრადობას და უზრუნველყოფს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მინისტრის თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ დეპარტამენტთან და მათ რეკომენდაციებს ითვალისწინებს , რათა სამინისტროს მიერ შემუშავებული საგადასახადო პოლიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინადადებებთან და რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში იყოს. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას და პირადად ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს გაწეული ნაყოფიერი მუშაობისათვის და იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც ფონდის მისიის მთელმა გუნდმა საქართველოს მიმართ გამოიჩინა. „ღრმად დარწმუნებული, რომ მას შემდეგ, რაც პროგრამა აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოზე წარდგენილი იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებისათვის, ჩვენ მივიღებთ მას უკვე, როგორც დამტკიცებულ ინსტრუმენტს,", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე, მადლობა გადაუხადა საქართვლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს და ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ყველა სამინისტროს, რომელიც ჩართული იყო ფონდის მისიასთან მოლაპარაკებების პროცესში, ფინანსთა სამინისტროს გუნდს. მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღნიშნული მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მთავრობას დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)